Google Maps-ი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის კადრებს აღარ აბუნდოვნებს და მკაფიო გამოსახულებით აჩვენებს.
კომპანიის განმარტება სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ამ ინფორმაციის თანახმად, Google Maps-ის სატელიტურ სურათებზე ე.წ. Blur-ის ფუნქცია აღარ გამოიყენებოდა რუსეთში მდებარე სამხედრო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის პერიმეტრის ჩვენებისას და „ყველას შეუძლია ნახოს რუსული სატყორცნი დანადგარები“.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Google Maps-ზე, სამხედრო ობიექტების სატელიტური გამოსახულებები სრულად ბუნდოვანია ან ნაჩვენებია უფრო დაბალი ხარისხით, მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე.