ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობაRSS კატეგორიადღის სიახლეები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპორტი ტრენინგებს ჩაატარებს

0
გაზიარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ტარდება. სასწავლო კურს „სტრატეგიული ბიდინგი“ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტი CPL Meetings & Events-ის აღმასრულებელი დირექტორი და Spring Up Europe-ის თანადამფუძნებელი ლინდა პერეირა ატარებს.

ტრენინგების 3 დღიანი კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება. ტრენინგებში საკონვენციო ბიუროს წევრი სასტუმროების, ტურისტული სააგენტოებისა და ღონისძიების დაგეგმვის კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ჩვენი მიზანია კერძო სექტორის ხელშეწყობა, რომ მაქსიმალურად სწორად მოახდინონ შეთავაზების ფორმირება. შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვახორციელებთ მოკლევადიან სასწავლო კურსებს. ამჟამად მიმდინარეობს საკონვენციო ბიუროს წევრი კომპანიებისთვის ძალიან საინტერესო ტრენინგ-კურსი, რომელიც ეხება ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის პროცესს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

ტრენინგის მიზანია საერთაშორისო ბაზრებიდან კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოზიდვა საქართველოში.

„ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნეს მოგზაურობისა და ბიზნეს ღონისძიებების ჩატარების ინდუსტრიას და ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ეკონომიკური ინდუსტრიაა სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის კლიენტების, ინვესტორების, ბიზნესებისა და კორპორაციების მოზიდვა. ამ სფეროს ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ შევქმნათ ხმა, რომელსაც გავაგზავნით მთელ მსოფლიოში და ვიტყვით ჩვენ აქ ვართ, შესანიშნავი მიმართულება“.-აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი ლინდა პერეირა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!