ველნეს კურორტის მფლობელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მჭედლიძე კოჯორში გლეპინგის მოწყობას გეგმავს.
ტერიტორიის განვითარებაში $3 მილიონის ინვესტირებაა დაგეგმილი. კონცეფცია მოიცავს დაახლოებით 25 ხის კოტეჯის მშენებლობას.
სამომავლოდ, გლეპინგის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება.
“ამ მიმართულებას დიდი მომავალი აქვს. სარეკრიაციო ზონებში გლემპინგი ძალიან მოთხოვნადი იქნება,“-აცხადებს მჭედლიძე.
შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის კოჯორში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური უზრუნველყოფს.
კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.
თამაზ მჭედლიძეს საკუთარი კლინიკების ქსელი „მედი“ აქვს რუსეთში.