განათლებაRSS კატეგორიადღის სიახლეები

წიქარა – მუზეუმი მუზეუმში

0
გაზიარება

თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცე 1 აპრილიდან მასპინძლობს გამოფენას ”წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ და მასტერკლასებს ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის. გამოფენა თიბისისა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით იმართება.  ეს არის მორიგი პროექტი, რომლის მეშვეობითაც თიბისი ახალგაზრდებს მთელი თვის მანძილზე სთავაზობს ახალ გამოცდილებასა და ემოციას. ვისაც, ჯერ კიდევ, არ გიმოგზაურიათ წიქარას მუზეუმში, იჩქარეთ –  გამოფენა 28 აპრილს იხურება. 

“თიბისი ახალი თაობისთვის“ ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას დროსა და სივრცეში და მუდმივად სთავაზობს მათ სიახლეებს სხვადასხვა პროექტების სახით. „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომლითაც თიბისი ახალი თაობის განვითარებაზე, მათ წინსვლასა და მრავალმხრივ ინტეგრაციაზე ზრუნავს.

გამოფენა  პირველად, 2018 წლის ოქტომბერში, პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სტუმარი ქვეყანა – საქართველო“  კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში წარადგინეს. ის ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, შტრუველპეტერის მუზეუმის და თიბისის ხელშეწყობით განხორციელდა. მასზე სტუდია „ილუსტრატორი“ და „კონტაქტი“ მუშაობდნენ.

„მუზეუმი ძველ ქართულ ზღაპარს „წიქარას“ მოგვითხრობს. ზღაპარი სივრცეში ცოცხლდება და დამთვალიერებელს დროში და სხვა სინამდვილეში მოგზაურობას სთავაზობს. ზღაპრული საქართველო, წიქარას მუზეუმში ერთ – ერთი მთავარი გმირია. ქვეყნის არქიტექტურა, გეოგრაფია, ყოფა – ცხოვრება, მუზეუმში სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული.

4 კვირის განმავლობაში ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ გამოფენას მარჯანიშვილის 7-ში, ყოველდღე,  კვირის გარდა (დასვენების დღეებია 9 და  25 აპრილი), 10:00 დან 20:00 საათამდე.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!