ფინანსებიRSS კატეგორიადღის სიახლეებისხვა

2022 წელს კოვიდვაქცინაციისთვის 69.7 მლნ ლარია გათვალისწინებული 

0
გაზიარება

2022 წლისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 69 755 709 ლარია გათვალისწინებული. ფინანსური რესურსი მოიცავს როგორც ვაქცინების და სახარჯი მასალის შესყიდვების ხარჯს, ასევე, ოპერაციულ ხარჯებს. 

მთავრობის განკარგულების თანახმად, ვაქცინებისთვის გათვალისწინებულია 50.4 მლნ ლარი. შპრიცებისა და სხვა სახარჯი მასალისთვის 985 500 ლარი. ორივე შემთხვევაში დაფინანსების წყაროა ევროპის საინვესტიციო ბანკი. 

ვაქცინით აცრების ადმინისტრირება/ სერვისის ანაზღაურება – გათვალისწინებულია 12.8 მლნ ლარი. 

ტრენინგები – 311 390 ლარი. 

ქვეყნის შიგნით ვაქცინების ლოჯისტიკა/ დისტრიბუცია – 34 500 ლარი. 

ცივი ჯაჭვის განახლება – 2.2 მლნ ლარი. 

სუპერვიზია და ზედამხედველობა – 263 200 ლარი. 

მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია – 2.7 მლნ ლარი. 

გარდა ამისა, იგეგმება ვაქცინაციისთვის 50 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის წახალისება. ამისთვის გათვალისწინებულია 18.6 მლნ. ლარი. 

როგორც დოკუმენტში წერია, 2022 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მოსახლეობის 65%-ის ასაცრელად აუცილებელი იქნება ვაქცინაციის ტემპის ორჯერ გაზრდა და შენარჩუნება მთელი ასაცრელი პერიოდის განმავლობაში. დასახული მიზნის მისაღწევად და პარალელურად, ბუსტერული დოზების მისაწოდებლად თებერვალი-ივნისის პერიოდში დღეში საშუალოდ 22 600 აცრა უნდა ჩატარდეს. ეს უახლოვდება 2021 წლის აგვისტო-სექტემბრის აცრების მონაცემებს.

2022 წელს ვაქცინაცია გაგრძელდება 2021 წლის განმავლობაში აპრობირებული მოდელებით. პროცესში მონაწილეობენ: პირველადი ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები; სოფლის სამედიცინო პერსონალი; მობილური ბრიგადები; მასობრივი აცრის ცენტრები; ამცრელი ავტობუსები. 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!