აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუის-პარკში მცხოვრებმა 13 წლის ბიჭმა მინესოტის უნივერისტეტი დაასრულა და გადაწყვიტა, რომ პროფესორი გახდეს.
ელიოტ ტენერი სწავლას მაისში დაასრუნებს და ბაკალავრის ხარისხს მიიღებს. მან ფიზიკის ფაკულტეტზე ისწავლა და მისი შემდეგი მიზანი დოქტორის ხარისხის მოპოვებაა. ამასთან, ელიოტი იმედოვნებს, რომ მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორი გახდება.
ვუნდერკინდის დედის თქმით, მისმა შვილმა კითხვა 2-3 წლის ასაკში, დამოუკიდებლად ისწავლა. 9 წლისა ის კოლეჯის წიგნებს კითხულობდა, 2 წლის შემდეგ კი ნორმანდეილის საზოგადოებრივი კოლეჯი დაამთავრა.