უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორია

იტალიური ბრენდი „Alfa Romeo“ სახელგანთქმული მოდელებით

0
გაზიარება

1910 წლის 24 ივნისიდან, როდესაც მილანში კომპანია A.L.F.A. (Anonima Lombarda Fabbrica Automobili) დაფუძნდა საუკუნეზე მეტი გავიდა, Alfa Romeo-ს მოდელები კი ყოველთვის ყველაზე დახვეწილი სტილით, სპორტულობითა და განსაკუთრებული ენერგეტიკით გამოირჩევა, მრავალი წელი გავიდა მისი პირველი მოდელის 24 HP-ის გამოჩენიდან Quadrifoglio-ს მწვანე ბეიჯამდე. გენიალური ნავოლარიდან და ენცო ფერარიდან ლეგენდარულ ნინო ფარინამდე და ხუან მანუელ ფანჯიომდე, ყველა დროის სხვადასხვა საუკეთესო მრბოლელები Alfa-ს ბოლიდებს ყოველთვის ამაყად მართავდნენ. Alfa Romeo გახდა პირველი მსოფლიო რბოლის გამარჯვებული P2 მოდელით და პირველი კონსტრუქტორი, რომელმაც Alfetta 158-ით გამარჯვება მოიპოვა და ტრიუმფით დაასრულა ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, Alfa Romeo-მ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული – პირველმა მსოფლიო ავტო რბოლის ისტორიაში.

Stelvio Quadrifoglio და Giulia Quadrifoglio Alfa Romeo-ს ღირსეული შთამომავლები არიან, რომლებსაც ქართული საზოგადოება უკვე კარგად იცნობს და დიდი პატივისცემით მოიხსენიებს. არაერთი გამარჯვება, ჯილდო თუ მსოფლიო რეკორდი ირიცხება ამ მოდელების ანგარიშზე, მათ მართვას კი სრულიად სხვა განზომილებაში გადაყავხარ.

Alfa-ს Quadrifoglio ვერსიებში Ferrari-ს გული სცემს, 6 ცილინდრიანი 2.9 ლ მოცულობის მძლავრი ძრავი 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სწორედ მაშინ, როდესაც იტალიური ძრავის საოცარი ხმა გაისმის ირგვლივ ყველაფერი მომენტალურად ჩერდება და მოლოდინით აღსავსე მზერა Alfa Romeo-ზე გადადის.

ინტერიერი იტალიური ოსტატობის ნამდვილ შედევრს წარმოადგენს: სპორტული საჭე სიჩქარეთა გადამრთველით, მორგებული სავარძლები, ეგზოტიკური ტყავი, კარბონი, გაგრძნობინებთ, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი სპორტქარი უკან მოიტოვოთ.

სპორტულ და პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელ ისტორიულ ბრენდს Alfa Romeo-ს საქართველოში სტრადა მოტორსი წარმოადგენს, ცენტრი კი დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის 191-ში მდებარეობს.

ცენტრში წარმოდგენილი Alfa Romeo-ს მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი, მსურველებს შეუძლიათ დარეკონ და წინასწარვე დაგეგმონ შერჩეული მოდელის Test Drive.

ამასთანავე, Alfa Romeo-ს ცენტრში მოქმედებს Trade In პირობა, რაც გულისხმობს ცენტრიდან ახალი ავტომობილის ყიდვისას თქვენი კუთვნილი ნებისმიერი მარკის თუ წლოვანების მანქანის ჩაბარებას მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით, სხვაობის დაფარვა კი შესაძლებელია განვადებით. მომხმარებელთა კომფორტისთვის ავტომობილის შეფასება შესაძლებელია დისტანციურად განხორციელდეს.

კომპანია „სტრადა მოტორსი“, რომელიც Alfa-Romeo-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, მომხმარებელს საუკეთესო ავტომობილებს, განსაკუთრებულ პირობებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!