დღის სიახლეებიდიზაინიტანსაცმლის დიზაინი

რომელი ქართული ტანსაცმლის ბრენდი გვთავაზობს, ტრადიციული ელემენტები თანამედროვე, ყოველდღიური სტილის ჩაცმულობაში ასახოს?

0
გაზიარება

ჩოხა-ახალუხს სხვადასხვა საცეკვაო, ვოკალურ თუ თეატრალურ წარმოდგენაში, ქორწილებში ან ტელე-ეკრანებზე თუ შეხვდებით. რთულად სავარაუდოა, სამსახურში ვინმე ტრადიციული ქართული სამოსით დადიოდეს ან პაემანზე თავს სადღესასწაულო ჩოხა-ახალუხით იწონებდეს. გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ის ყოველდღიურ სამოსად აღარ გამოიყენება.  ქეჟბრია, სწორედ ამ მოცემულობითაა შთაგონებული. ქართული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მხოლოდ მამაკაცის სამოსს ქმნის, ცდილობს ტრადიციული ელემენტები თანამედროვე, ყოველდღიური სტილის ჩაცმულობაში ასახოს. ქეჟბერია შეიქმნა მათთვის, ვისაც ისტორიული სამოსის ფორმები, დიზაინი, სხვადასხვა დეტალი მოსწონს, თუმცა არა იმდენად, რომ ქუჩაში ჩოხა-ახალუხით იაროს.

იდეა 2020 წელს გაჩნდა და ფრთები 2021-ში შეისხა. ტრადიციული ელემენტებით გაჯერებული სტილის გარდა, ისტორიული ქართული იდენტობა გამოვლენილია ლოგოშიც. ასომთავრულში (ძველ-ქართული დამწერლობა) ასო-ბგერა „ქ“ იწერება, როგორც –  Ⴕ. ლოგოზე სწორედ ეს სიმბოლოა გამოსახული და ბრენდის სახელწოდებაზე უსვამს ხაზს. თუ ტანსაცმელზე Ⴕ-ს წააწყდებით ეს ნიშნავს, რომ ის ქეჟბერიას შექმნილია. 

 ქართულ ბაზარზე არ მოიძებნებოდა მამაკაცის ადგილობრივი წარმოების სამოსისა და აქსესუარების ბრენდი. ძირითადად, გვხვდება მხოლოდ ქალის ან უნივერსალური სქესის ბრენდები. მხოლოდ მამაკაცის სამოსზე ორიენტირებული კი, თითზე ჩამოსათვლელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ბრენდი, რომელიც სრულიად ორიენტირებულია მამაკაცის ხაზზე.ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიური სტილის სამოსს.

გარკვეული პერიოდის მანძილზე, ქართველი ხალხის ყოველდღიურ („ქეჟუალ“) სამოსს ჩოხა-ახალუხი წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ეროვნული სამოსი ყოველდღიური მოხმარებიდან გაქრა. დღეს, ჩოხა-ახალუხი ძირითადად კულტურულ და ეთნოგრაფიულ ღონისძიებებში გვხვდება. ბრენდის კონცეფციაა ქართული კულტურა და ისტორია თანამედროვე სამოსში გააცოცხლოს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!