საქართველოს სავალუტო რეზერვები მკვეთრად შეუმცირდა. აპრილში ქვეყნის სარეზერვო აქტივების მოცულობა 204.195 მლნ დოლარით შემცირდა და 1 მაისისთვის 3.82 მლრდ დოლარი შეადგინა. რეზევები 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.
შემცირებულია როგორც უცხოური ვალუტის რეზერვები, ასევე სავალუტო ფონდში სესხების სპეციალური უფლებებიც. უცხოური ვალუტის რეზერვები 3.34 მლრდ დოლარს შეადგენს (-195.3 მლნ), ე.წ SDR -ები 465.1 მლნ დოლარია. კლება ამ მიმართულებით 13 მლნ-ია.
უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 2.4 მლრდ ფასიან ქაღალდებში დევს. ნაღდ უცხოურ ვალუტასა და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა კი, 1 მლრდ-ს ჩამოცდა და 903.8 მლნ დოლარია.
ეროვნულ ბანკს აპრილში სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია. წელს მხოლოდ ერთხელ მიაწოდა ვალუტა ბაზარს – 39.57 მლნ დოლარი.