კომბოსტო ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მუდმივად პირველია.
მარტში პროდუქტი 289.8%-ით გაძვირდა, თებერვალში 263%-ით, იანვარში 238%-ით.
იანვარ-მარტში საქართველოში 558 ათასი დოლარის 5,685 ტონა კომბოსტო შემოვიდა. ეს კი 3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2021 წლის 3 თვეში ქვეყანამ 200,8 ათასი დოლარის ღირებულების 1 806 ტონა კომბოსტო იყიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან მიმდინარე წელს 182 ათასი დოლარის 341 ტონა კომბოსტო გავიდა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი 132,8 ათასი დოლარის ღირებულების 210 ტონა.