აშშ-ში, მერილენდში მცხოვრები კაცი სამსახურისკენ მიმავალ გზას ადგა, როცა იფიქრა, რომ იმ დღეს სამუშაო ადგილზე მისი ყოფნა აუცილებელი არ იყო, დასვენების დღე აიღო და, სამსახურის ნაცვლად, მაღაზიაში შევიდა. ე.წ. გადასაფხეკი ბილეთის ყიდვის შემდეგ, 58 წლის კაცმა $100,000 მოიგო.
როგორც გამარჯვებული ამბობს, თანხას ოჯახს მოახმარს და, შესაძლოა, დასვენებაც მოიწყოს.
მაღაზია, რომელმაც ბილეთი გაყიდა, $1,000-ს მიიღებს.