საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორია

რა ანაზღაურებას იღებენ ცნობილი სერიალების მსახიობები თითოეულ სერიაში

0
გაზიარება

გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დუეინ “კლდე” ჯონსონი დასახელდა. მან $89.4 მლნ. გამოიმუშავა. მისი შემოსავლის ყველაზე დიდი ნაწილი სერიალ “ფეხბურთელიდან” მოდის, რომელსაც მსახიობისთვის $700 ათასი მოაქვს თითოეული სერიიდან. გასაკვირი არ არის, რომ მსახიობები უფრო აქტიურად ერთვებიანს სერიალებში, მათი შემოსავალი კი სერიიდან სერიამდე იზრდება.

Kinogo.ge-მ მოიძია ინფორმაცია ვარსკვლავებზე, რომლებიც ცნობილ სერილებში თამაშობენ და შემოგთავაზებთ მათ შემოსავლებს თითოეული სერიიდან.

1. მილი ბობი ბრაუნი, “უცნაური ამბები

Really Internet: Eleven Is The Monster In 'Stranger Things' | Decider

თერთმეტ სერიან სერიალში “უცნაური ამბები” მსახიობი მილი ბობი ბრაუნის ანაზღაურება $350 ათასი იყო თითოეულ ეპიზოდში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიალის სიაში მისი ანაზღაურება ერთ-ერთი დაბალია, არ უნდა დაგვავიწყდეს მსახიობის ასაკი, ის მხოლოდ 15 წლის იყო. მისი კოლეგა ვაინონა რაიდერიც ანალოგიურ ანაზღაურებას იღებდა მიუხედავად მისი დამსახურებისა.

2. ჰენრი კავილი, “მხედვარი

Henry Cavill Facing An Iconic Villain From The Games In The Witcher Season  3?

ჰენრი კავილი მთავარი როლისთვის სერიალში “მხედვარი” თითოეული სერიისთვის $400 ათასს იღებდა. სერიალისთვის მსახიობი დიდხანს და გულმოდგინედ ემზადებოდა. იმისთვის რომ კადრში იდეალური ყოფილიყო, ის ძალიან ბევრს ვარჯიშობდა და გადაღებებამდე 2 დღით ადრე წყლის დალევა შეწყვიტა. მსახიობის სამუშაო დღე 12 საათი გრძელდებოდა და ამას ემატებოდა გრიმისთვის გამოყოფილი 2 საათი. სერიალ მხედვარის მე-2 სეზონის გამოსვლა 2021 წელს იგეგმება, მასში 8 სერია იქნება, თითოეული 60 წუთის ხანგრძლივობით.

3. ელიზაბეტ მოსი, “მხევლის წიგნი”

The Handmaid's Tale Season 3 Could Be So Much Better | Time

რომანის “მხევლის წიგნი”-ს ეკრანიზაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, მან მთავარი როლის შემსრულებელ ელიზაბეტ მოსს ოქროს გლობუსიც კი მოუტანა. მსახიობს შეუძლია იტრაბახოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურებით. მისი ჰონორარი $1 მლნ. გახლავთ თითოეულ ეპიზოდში. სერიალი “მხევლის წიგნი” მისი პოპულარულობის გამო რა თქმა უნდა არ წყდება და მალე მე-4 სეზონს ვიხილავთ.

4. ნიკოლ კიდმანი, “დიდი პატარა ტყუილები”

Nicole Kidman Big Little Lies | Big little lies, Nicole kidman, Alexander  skarsgard

სერიალის “დიდი აპტარა ტყუილები” პრემიერა 2017 წელს შედგა, მეორე სეზონი კი 2 წლის შედეგ გამოვიდა. თავდაპირველად ნიკოლ კიდმანის ანაზღაურება თითო სერიაში $350 ათასი იყო. მაგრამ სერიალის პოპულარობა გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა ჰონორარიც. ახლა გადაღებებში ის $1 მლნ. იღებს.

5. ჯულია რობერტსი, “დაბრუნება”

Homecoming': Julia Roberts Not Coming Back For Season 2, Who Will Return? –  Deadline

ვებ-სერიალის შემქმნელები ჯულია რობერტს თითოეულ სერიაში $650 ათასს უხდიან. მსახიობი ფსიქოლოგის როლს თამაშობს, რომელიც ვეტერანების მხარდაჭერთა ცენტრში მუშაობს. სერიალი მაყურებელმა თბილად მიიღო, ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეს და მალე მეორე სეზონს ვიხილავთ.

6. ნორმან რიდუსი, “მოსიარულე მკვდრები

Norman Reedus 'Getting Better' After Suffering 'Walking Dead' Set Injury

ნორმან რიდუსი სერიალ “მოსიარულე მკვდრების” ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება, მას თითოეულ სერიაში $1 მლნ. უხდიან. რიდუსის ჰონორარი სეზონიდან სეზონამდე იზრდებოდა. თავდაპირველად მას $90 ათასს აძლევდნენ, მაგრამ სერიალის პოპულარობა გაიზარდა, მასთან ერთად კი მსახიობის ანაზღაურებაც.

7. ჯენიფერ ენისტონი, “დილის შოუ

Morning Show': Jennifer Aniston on Tragic Mitch Ending – The Hollywood  Reporter

ახალი სერიალის “დილის შოუ”-ს პრემიერა 2019 წლის 1 ნოემბერს შედგა. მთავარ როლს სერიალში ჰოლივუდის გამორჩეული ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი თამაშობს. ის თითოეულ სერიაშ ჰონორარის სახით $1.25 მლნ. იღებს. მის პარტნიორ პარტნიორ რიზ იუზერსპუნსაც ანალოგიური ანაზღაურება აქვს. გასათვალისწინებელია, რომ ჯენიფერ ენისტონს სერიალში მაღალი ანაზღაურებით ვერ მიაღებინებ მონაწილეობას, იგი დაახლოებით ამავე ოდენობით ანაზღაურებას იღებდა სერიალში “მეგობრები”.

8. კეი ჯეი აპა, “რივერდეილი

What's Next After Archie's Big Decision on Riverdale? - E! Online

ახალგაზრდა დამწყებმა მსახიობმა კეი ჯეი აპამ დილით გაიღვიძა და მსოფლიო მასშთაბით ცნობილი მსახიობი იყო, მას შემდეგ რაც სერიალ “რივერდეილში” გამოჩნდა. მან სერიალში თავარი როლი შეასრულა, სადაც ის და მისი მეგობრები იდუმალ საქმეებში ხვდებიან. ჰონონარი ახალბედა მსახიობისთვის, თითოეულ სერიაში $40 ათასს შეადგენს.

9. იუელ კინამანი, “სახეცვლილი ნახშირბადი

Altered Carbon (TV Series 2018–2020) - IMDb

შვედი მსახიობი იუელ კინამანი “სახეცვლილი ნახშირბადი”-ს თითოეულ სერიაში $350 ათასს იღებს. სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის სერიალი გვიყვება XXVII საუკუნის სამყაროზე, სადაც შესაძლებელი გახდა ადამიანის გონების ერთი სხეულიდან მეორეში გადატანა. სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 2020 წლის 27 თებერვალს შედგა, მისის ყურება კი ჩვენ საიტზე შეგიძლიათ.

10. დევიდ ტენანტი, “კარგი ნიშნები

VIDEO: Good Omens - The Very Best of Crowley

სერიალი “კარგი ნიშნები” გადაღებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი დევიდ ტენანტი ასრულებს. როგორც ცნობილი ხდება ტენენტს თითოეულ სერიაში $250 ათასს უხდიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

2024 წლის უმდიდრესი ძირძველი ამერიკელი ტომები

2024 წლის მონაცემებით, ამერიკის ძირძველი ინდიელების ტომების ქონება გაიზარდა. სემინოლის ტომი - 764 მილიონი დოლარი ფლორიდაში მცხოვრები “სემინოლის ტომი“ აკონტროლებს Seminole Hard Rock Hotel & Casino-ების ქსელების 72%-ს. ტომი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!