საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი თითქმის 11-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის მარტში ქვეყანამ 8 724 ტონა ფქვილი იყიდა, ჯამში 2,589 მლნ დოლარის ღირებულების, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი პროდუქტის იმპორტმა შეადგენდა 806 ტონა – 241,7 ათას დოლარი.
რაც შეეხება კონკრეტულად ქვეყნებს, საქართველომ 2022 წლის მარტში ფქვილი ძირითადად იყიდა – რუსეთში, რომელზეც მთლიანი იმპორტის 98,7% მოდის. მცირე რაოდენობით ფქვილი შეიძინა საფრანგეთში, თურქეთსა და იტალიაში.