მეღვინეობაRSS კატეგორიადღის სიახლეები

თბილისში, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ZERO COMPROMISE“ იმართება

0
გაზიარება

რიგით მესამე ფესტივალი „ZERO COMPROMISE“, ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დედაქალაქში, ყოფილი აბრეშუმის ქარხანაში იმართება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ფესტივალზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ წევრი 90 მწარმოებელია წარმოდგენილი.

ღონისძიების მიზანი ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით, ღონისძიებას ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და ინდუსტრიის სხვა პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივი მარნების წარმომადგენლებს, ადგილზე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს. სტუმრებს შორისაა ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი ელის ფეირინგი, რომლის მიერ ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილმა წიგნმა „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ 2016 წელს, გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ნომინაციაში – „ღვინოზე დაწერილი წლის საუკეთესო წიგნი“ – გაიმარჯვა.

წყარო : კომერსანტი

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!