დღის სიახლეებიბანკებიმომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეებისიახლეებისტარტაპები

საქართველოს ბანკი სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Globalize ევროპის მასშტაბით პირველ კონფერენციას გამართავს. Globalize EU Conference სილიკონ ველის შემდეგ უკვე პარიზში, 11 ივნისს გაიმართება.

Globalize EU Conference თავს მოუყრის ვეროპის კონტინენტზე მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს, ექსპორტიორებს და მოწვეულ სპიკერებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე, გლობალურ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები.

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საჭირო კავშირების დამყარებას ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და ევროკავშირში მცხოვრებ ქართველებს შორის, რაც მათ სამომავლოდ, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. ეს კი მნიშვნელოვანია სტარტაპებში ინვესტირების, ექსპორტიორების მხარდაჭერისა და ევროპის ბაზრის ათვისების თვალსაზრისით. კონფერენციის ვიზიტორებს არაერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, გააცნონ საკუთარი კომპანია და იდეები აუდიტორიასა და ინვესტორებს, ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ ნეთვორქინგ ღონისძიებების მეშვეობით.

კონფერენციაზე 30-მდე სპიკერი წარსდგება და განიხილავენ გლობალურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ სილიკონ ველის შემდეგ, რიგით მეორე კონფერენციას. Globalize EU Conference უკვე პარიზში, 11 ივნისს გაიმართება. აღნიშნული კონფერენცია ქართველი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. კონფერენცია ერთმანეთს დააკავშირებს ინვესტორებს, ქართველ სტარტაპებს, გამოცდილ სპიკერებს, რათა განიხილონ ინვესტიციების მიმდინარე ტენდენციები, დღეს არსებული გამოწვევები, სწრაფადცვალებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემები. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.

„წარმატებულ ქართველებს სხვადასხვა ქვეყნიდან ვაკავშირებთ სტარტაპებთან და ექსპორტიორებთან იმისთვის, რომ მათ გამოცდილება გააზიარონ და ახალბედა ანტრეპრენერებს რეკომენდაციები მისცენ; ასევე, ხელი შევუწყოთ გლობალურ ბაზარზე გასვლისა და საქმიანობის გაფართოების პროცესებში. Globalize-ის პირველმა კონფერენციამ, რომელიც გასულ თვეს, სილიკონის ველზე შედგა, წარმატებით ჩაიარა. იმ ქართული სტარტაპების შესახებ, რომლებიც კონფერენციაზე წარსდგნენ უკვე არაერთმა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა გაიგო. ამ ჯერზე კონფერენცია ევროპის მასშტაბით გაიმართება. ამასთან, აქცენტები უკვე ექსპორტიორებზეც გაკეთდება“ – სალომე კუკავა, Globalize დამფუძნებელი და აღამსრულებელი დირექტორი.

ინფორმაციისთის, GLOBALIZE წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთის, Globalize Community უკვე აერთიანებს 5,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ, ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!