ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის გავრცელებისა და მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციებისა და ლოკდაუნების გამო, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
აპრილში საცალო სექტორის გაყიდვები 11.1%-ით შემცირდა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ უარესი შედეგია. სამრეწველო გამომუშავების მაჩვენებელი 2.9%-ითაა შემცირებული; ხოლო უმუშევრობის დონე 6.1%-მდე გაიზარდა.
Bloomberg-ის მონაცემებით, გასულ თვეს ჩინეთის მშპ 0.68%-ით შემცირდა, რაც 2020 წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის შემცირების პირველი შემთხვევაა.
ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური პარამეტრების მკვეთრი გაუარესება მთავრობის არაეფექტურ, ე.წ. Covid Zero სტრატეგიასთანაა დაკავშირებული, რომლის ფარგლებშიც ათობით უმსხვილესი ქალაქი ლოკდაუნის ქვეშ მოექცა.
ჩინეთის მასშტაბთ სამრეწველო აქტივობის შეზღუდვა არა მარტო ადგილობრივ, არამედ გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილ სწორედ ჩინურ ექსპორტზეა დამოკიდებული, ქარხნებისა და ოფისების დახურვა კი კიდევ უფრო მეტად ამწვავებს გლობალურ დეფიციტსა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემე