დღის სიახლეებიRSS კატეგორიაეკონომიკა

თბილისში, ხის უკანონოდ მოჭრისთვის, ჯარიმა 10-ჯერ გაიზრდება

0
გაზიარება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ხის უკანონო მოჭრისთვის ჯარიმა 10-ჯერ გაიზრდება.

კალაძის თქმით, უკანონო ჭრებისთვის, ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზრდება. აღნიშული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, ჯარიმა 1000-დან 10 000 ლარამდე იზრდება;

ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოჭრილი ხის სახეობა ვერ დადგინდებოდა, მხოლოდ 500-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. ცვლილების მიხედვით კი, აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის, ზიანის ოდენობა 5 000 ლარით განისაზღვრება. ამასთან, გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები;

იმ ადგილებზე, სადაც მწვანე ნარგავს უკანონოდ მოჭრიან, შენობის განთავსება აიკრძალება და მშენებლობის პროცესში, ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას, პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!