დასაქმების პროგრამაRSS კატეგორიადღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებაფინანსები

საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა

0
გაზიარება

021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქ სტატის ინფორმაციით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.9 და 0.4 პროცენტული პუნქტით.

2021 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

2021 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 2.4 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით.

2021 წელს დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად 0.5 და 0.9 პროცენტული პუნქტით.

2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (52.2 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (6.0 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!