ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობაRSS კატეგორიაპროფესიული განათლებასტარტაპებიტექნოლოგიებიუმაღლესი განათლება

სტუდენტური სტარტაპი KIKLIKO, BTU-სგან 5 000-ლარიანი გრანტით დაჯილდოვდა

0
გაზიარება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია: სტარტაპმა KIKLIKO 7 სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ დაკომპლექტებული კომისიის ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და BTU-სგან 5 000-ლარიანი გრანტით დაჯილდოვდა.

გამარჯვებული პროექტი KIKLIKO გულისხმობს ხმოვან გიფებს, რომელთა გამოყენება სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

281081646-579131326757704-1054813611432380577-n-1652960685.jpg

„დიდი ხანია, რაც სტარტაპ-იდეაზე ვმუშაობთ, ვართ საკმაოდ გამოცდილი გუნდი და გვჯერა, რომ ამ პროექტს დიდი შესაძლებლობები აქვს. ვინაიდან ვარ BTU-ს სტუდენტი, მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო კონკურსში, რაც საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო. მადლობა BTU-სა და ჟიურის ყველა წევრს, რომ სტარტაპ ინდუსტრიის განვითარებასა და სტუდენტებზე ზრუნავენ და რომ მსგავს შესაძლებლობებს ქმნიან,“ – აღნიშნა სტარტაპ KIKLIKO-ს წარმომადგენელმა სალომე მერებაშვილმა.

გამარჯვებულთან ერთად სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ კომისიის წევრთა რჩეულები: სტარტაპმა „სტუმრობა“ Shark Tank Georgia-ს წარმომადგენლის ქეთი ქვარცხავასგან 2,000 ლარი მიიღო; სტარტაპი Wampler-ი Axel-მა საქართველოს Angel ინვესტორების ქსელის დახურულ ფიჩინგ დღეზე მიიწვია Pre-seed smart money-ის მოზიდვის მიზნით და სტარტაპ Tech up-ს სტარტაპმა „საქართველომ“ 6,000 დოლარის ციფრული სერვისები გადასცა.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!