საქართველოს ბანკი ახალგაზრდა თაობის ინტერესებისა და საჭიროებების შესწავლას განაგრძობს, რათა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მათზე მორგებული პროდუქტები, სერვისები და ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. იმისთვის, რომ ბოლო ზარის სამზადისი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, ბანკმა მათ სიახლე მოუმზადა. http://bolozari.bog.ge/ – სპეციალურად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პლატფორმაა, სადაც საქართველოს ბანკმა მე-12 კლასელების ჰობის, ინტერესების, გემოვნებისა და იდენტობის შესაბამის ილუსტრაციებს მოუყარა თავი. მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავთ რა დაიხატონ პერანგზე, სპეციალურად მათთვის შექმნილი ილუსტრაციებიდან შეძლებენ შეარჩიონ სასურველი, ჩამოტვირთონ ის და maika.ge-ში დაპრინტვის შემთხვევაში, sCool Card-ით გადახდისას 40% ქეშბექით ისარგებლონ.
„ბოლო ზარის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პერანგების საშუალებით თვითგამოხატვაა. თუმცა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება ბოლო ზარამდე, იმატებს მღელვარება და ძნელდება იმ ერთი ვიზუალის შერჩევა, რომელიც ამ მნიშვნელოვან დღეს შენთან ერთად გაატარებს. სწორედ ამიტომ, შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსწავლეები ბოლო ზარისათვის სასურველი მზა ილუსტრაციის შერჩევას და მის სპეციალური ფასდაკლებით დაპრინტვას შეძლებენ. გარდა ამისა, ბოლო ზარისთვის sCool Card-მა მოსწავლეებს მათ საყვარელ კვების და გასართობ ობიექტებში სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა, რომელიც ამ პერიოდს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- საქართველოს ბანკმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
საქართველოს ბანკმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
მსგავსი სიახლეები
იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია. მონაცემებს…
აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…
საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური
2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…
10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში
Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…