ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობაRSS კატეგორიადღის სიახლეებიმოგზაურობა

ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal დაიწყებს

0
გაზიარება

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის და ივნისიდან ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დაასრულა.
პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები – ჯედადან და რიადიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით Flyadeal პირდაპირი რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით შესრულდება. (რიადი-თბილისი-რიადი – კვირაში 4 სიხშირე, დამამი-თბილისი-დამამი – კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა – კვირაში 2 სიხშირე, ჯედა-ბათუმი-ჯედა – კვირაში 3 სიხშირე, რიადი – ბათუმი- რიადი – კვირაში 3 სიხშირე).

,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გვაქვს საკმაოდ დადებითი მოლოდინები. ერთდროულად ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal. ავიაკომპანიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა. საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მოხარულები ვართ, რომ ივნისის ბოლოდან საქართველოს საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება,-“აცხადებს თამარ არჩუაძე.

საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ თავდაპირველად ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა. Flyadeal 50 Airbus A320neo და Boeing 737 MAX ფლობს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!