მაღაზიების დახლებზე, ალბათ, უკვე შეამჩნიეთ ერთად ჩამწკრივებული ფერად-ფერადი ყუთები. ვინც ჯერ კიდევ არ იცით, ეს „დილმაა“ – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე ხელით დაკრეფილი ცეილონის ჩაი. ყუთების ფერები კი მასში მოთავსებულ ჩაის განსხვავებულ გემოებს აღნიშნავს.
შრი-ლანკურ ჩაის კულტურასა და ცეილონის ჩაის მთავარ მწარმოებელ „დილმაზე“ უფრო მეტის მოსაყოლად ამ საუცხოო ტროპიკულ ქვეყანა-კუნძულზე „ევროპროდუქტისა“ და Movement-ის გუნდმა იმოგზაურა. ვიდეოში გაიგებთ, რა დატვირთვა აქვს ჩაის ადგილობრივებისთვის, რატომ უნდა იყოს ის აუცილებლად საუკეთესო და რატომ იჩენენ მისი წარმოებისას ამხელა სიფრთხილეს.
წესების დაცვით, ნამდვილ ცეილონის ჩაის ოჯახური კომპანია „დილმა“ აწარმოებს. მისი ისტორია 1985 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შრი-ლანკელმა მერილ ჯეი ფერნანდომ ჩაის მოყვანისა და დამუშავების მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა და თავად გადაწყვიტა საკუთარი საწარმოს შექმნა. კომპანიის სახელწოდებად შვილების – დილანისა და მალიკის – სახელების პირველი ასოები შეარჩია და ასე მიიღო „დილმა“. დღეს ის ბიზნესს ოჯახთან ერთად უძღვება და შრი-ლანკაში უკვე 35 წელია – ნომერ პირველ, მსოფლიოში კი ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაის ქმნის.
ნამდვილი ჩაის მოყვარულები „დილმას“ შეძენას „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეძლებთ.