ეკონომიკადღის სიახლეებიზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

ლარი ისევ გამყარდა

0
გაზიარება

გასულ კვირას არამხოლოდ ლარი და რუბლი, არამედ შერჩეული სხვა ვალუტებიც გამყარდა, გარდა დარმი და ლირისა. მაისის მესამე სავაჭრო კვირას ევრო, დოლართან მიმართებით 1.44%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 1.33%-ით იყო გაუფასურებული. ამავე პერიოდში ბრიტანული სტერლინგი 1.31%-ით იყო გაუფასურებული, მაგრამ გასულ კვირას სტერლინგი 1.34%-ით გამყარდა. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 27.62%-ით სწორედ ბრიტანული ვალუტაა გაუფასურებული. მაისის მესამე სავაჭრო კვირას უკრაინული გრივნა 0.43%-ით გამყარდა, ხოლო ჩინური და იაპონური ვალუტები 1.42% და 1.04%-ებითაა გამყარებული. ამავე პერიოდში ლირა და დრამი გაუფასურდა. კერძოდ, თურქული ლირა, დოლართან მიმართებით, 2.76%-ითაა გაუფასურებული, ხოლო სომხური დრამი – 0.93%-ით.

საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი – იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მაისის მესამე სავაჭრო კვირას ლარი, რუბლის გარდა, ყველასთან გამყარდა. გასულ კვირას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი გამყარებულია. მაისის მესამე სავაჭრო კვირას აღნიშნული ინდექსი 2.91%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.02% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 9.41%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 28.71%-ია.

მაისის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 142.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.76%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილ არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეცხრამეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.44% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 29.95%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 28.78% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეოცე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.

მსგავსი სიახლეები

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!