ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკავაჭრობის სფერომთავარი ამბებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

რამდენი მლნ შემოსავალი მიიღო საქართველომ აზოტოვანი სასუქის ექსპორტით

0
გაზიარება

მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 251.2%-ით გაიზარდა. შედეგად ქვეყანამ აღნიშნული საქონლის რეალიზაციიდან 128.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ქვეყნის უმსხვილეს 10 საექსპორტო საქონელს შორის აზოტოვანმა სასუქებმა 8.1%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა და ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტს გადააჭარბა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში უცხო ქვეყნებში სულ 192 541 ტონა აზოტოვანის სასუქის რეალიზება მოხდა, რაც მოცულობით გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის მოცულობას 4.8%-ით ჩამორჩება. ექსპორტის ღირებულებისა და მოცულობების შედარების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისთვის საერთაშორისო ბაზარზე საქონლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზრდილია.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში აზოტოვანი სასუქის ექსპორტი აღარ განხორციელებულა, თუმცა უკრაინა უმსხვილესი საქონლის სამეულში იანვარ-თებერვლის ექსპორტით მაინც მოხვდა. აღსანიშნია, ისიც რომ რუსეთ-უკრაინის ომმა, საექსპორტო მიმართულებებიც შეცვალა და რეიტინგში პირველ ადგილებზე აფრიკის ქვეყნები წამოწია.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

1. პერუ – 60.9 მლნ დოლარი, 90 000 ტონა;
2. რუმინეთი – 14.4 მლნ დოლარი, 27 373 ტონა;
3. უკრაინა – 13 მლნ დოლარი, 18 194 ტონა;
4. ინდოეთი – 12.1 მლნ დოლარი, 16 500 ტონა;
5. სომხეთი – 7.2 მლნ დოლარი, 10 460 ტონა;
6. განა – 6.5 მლნ დოლარი, 9 959 ტონა;
7. მოზამბიკი – 4.5 მლნ დოლარი, 6 058 ტონა;
8. ნიგერია – 3.6 მლნ დოლარი, 5 341 ტონა;
9. ტანზანია – 3.2 მლნ დოლარი, 4 500 ტონა;
10. მალი – 897 ათასი დოლარი, 1 200 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა, აზოტოვანი სასუქები ექსპორტზე აზერბაიჯანში, სენეგალში, მავრიტანიაში და თურქეთში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!