სტარტაპებიRSS კატეგორიააქსესუარებისხვაქართული წარმოება

“საეჭვო ყუთი” საეჭვო საჩუქრებით

0
გაზიარება

პოპულარულმა ქართველმა იუთუბერმა გიორგი მახარაშვილმა ანუ საეჭვო კაცმა ახალი პროდუქტი – საეჭვო ყუთი სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა. მახარას Youtube არხი უკვე თითქმის ორი წელია, არსებობს და 200 000-მდე გამომწერსაც ითვლის. საეჭვო კაცის პროდიუსერი აჩი ცენტერაძე ყუთს „დიდების ქინდერ სიურპრიზს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ მისი სახით ქართულ სივრცეში ძალიან საინტერესო ახალი პროდუქტი გამოჩნდა.

საეჭვო ყუთი

რა იმალება საეჭვო ყუთში?
თითოეულ სასაჩუქრე ყუთში მინიმუმ ოთხი ან მეტი საჩუქარი მაინც იქნება მოთავსებული. მათი მომწოდებელი კი ამჟამად საეჭვო კაცის 8 მეგობარი კომპანიაა, რომლებთანაც იგი აქტიურად თანამშრომლობს. საეჭვო ყუთებისთვის ახალი პარტნიორი კომპანიების ძიება დღესაც გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია საეჭვო კაცის გადაცემაში, რეკლამის სანაცვლოდ, საკუთარი პროდუქცია განათავსოს ყუთში.

საეჭვო ყუთის მთავარ პრიზებს ვოიაჟერის საგზურები და კრიპტოვალუტები, კერძოდ, ბიტკოინები წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტზე მოთხოვნა უკვე საკმაოდ მაღალია.  ამის გამო საეჭვო კაცის გუნდმა გადაწყვიტა, საგზურების რაოდენობა დაანონსებული ერთიდან ხუთამდე გაეზარდა.

ვისთვის არის განკუთვნილი საეჭვო ყუთი?
აბსოლუტურად ყველასთვის. არც იმას აქვს მნიშვნელობა, მისი მიმღები საეჭვო კაცის მაყურებელია ან მასზე რაიმე წარმოდგენა აქვს თუ არა. მთავარია, მას სიურპრიზები იზიდავდეს.  გასათვალისწინებელია, რომ ყუთში მოთავსებული საჩუქრები ზრდასრულებისთვისაა. ამაზე ყუთის მყიდველთა წლოვანებაც მეტყველებს, რომელიც ჯერჯერობით 19-დან 50-მდე შუალედში მერყეობს.

რა მიზანი აქვს საეჭვო ყუთს?
ყუთი რამე განსაკუთრებულ დატვირთვას არ ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო პერიოდში გამოდის, ამ თემატიკით სულაც არ შემოისაზღვრება. ყუთის ჩუქება, როგორც სადღესასწაულო პერიოდში, ისე ნებისმიერ სხვა დროსაც თავისუფლად შეიძლება. მიუხედავად საერთო ბრენდისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საეჭვო ყუთიYoutube არხისაგან დამოუკიდებელი პროდუქტია. რიგითი მყიდველისთვის კი, რომელმაც არ იცის, ძვირფას ადამიანს რა აჩუქოს, მშვენიერი არჩევანია.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!