სასტუმროებიRSS კატეგორიაგურიადეველოპერებიმშენებლობარეგიონები

შეკვეთილში 5 მლნ ლარის ღირებულების პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომპლექსი შენდება

0
გაზიარება

ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში ქართული კომპანია 5 მლნ ლარის ინვესტიციითა და „თიბისი ბანკის“ პარტნიორობით მრავალფუნქციურ საინვესტიციო და საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს.

ბიზნესპრესნიუსის ინფორმაციით, პროექტი FIDELIO პირველი მასშტაბური საინვესტიციო კომპლექსია შეკვეთილში, რომელიც თანამედროვე არქიტექტურით, ახალი ტექნოლოგიებით, ტერასით, რესტორნით, კონსიერჟ მომსახურებითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა. რეგიონისთვის დამახასიათებელი უნიკალური კლიმატი კი მას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.

FIDELIO მდებარეობს Black Sea Arena-სა და სანაპიროს სიახლოვეს, რაც მას როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

280512853-328028272812976-8140564696373895935-n-1653383551.jpg

პროექტს დეველოპერული კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ახორციელებს, რომლის მიზანი ქვეყანაში მშენებლობის ევროპული სტანდარტების დანერგვა და პრემიუმ-კლასის პროექტების განხორციელებაა. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის რუსა მამასახლისის განმარტებით, FIDELIO-შეკვეთილში არის ერთადერთი და პირველი პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტი, რომელიც რეგიონის პოპულარიზაციასა და ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!