საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორიამოგზაურობასასტუმროებისხვატურიზმი, დასვენება და გართობა

როგორ უნდა დაათვალიეროთ პრაღა 2 დღეში? – რჩევები

0
გაზიარება

ჩეხეთის დედაქალაქში, რომელსაც ოქროს პრაღას უწოდებენ, განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა შუა საუკუნეების ატმოსფერო, ვინაიდან მასში იმ ეპოქის არა მხოლოდ ბევრი არქიტექტურული ძეგლია, არამედ მთელი რაიონები, რომლებმაც სრულად შეინარჩუნეს თავიანთი უწინდელი იერსახე. გირჩევთ, რა დაათვალიეროთ პრაღაში ორ დღეში, რათა მასზე მკაფიო წარმოდგენა შეგექმნათ. შეგიძლიათ ეწვიოთ სხვადასხვა რაიონებსა და მდინარე ვლტავის ორივე ნაპირს, უმთავრეს ღირსშესანიშნაობებსა და გადმოსახედ მოედნებს. რამდენიმე მუზეუმის დათვალიერებასაც მოასწრებთ თქვენთვის სასურველი თემატიკის მიხედვით. საღამოს კი, სეირნობის შემდეგ, აჯობებს ჩეხურ სამზარეულოს გაუსინჯოთ გემო.

1. დღე პირველი – სამეფო გზა

პირველი დღე პრაღაში “სამეფო გზაზე” გასეირნებას დავუთმოთ. ასე ეწოდებოდა მარშრუტს, რომელიც ქვეყნის მომავალ მმართველს ქალაქში უნდა გაევლო რესპუბლიკის მოედნიდან პრაღის გრადამდე – მეფედ კურთხევის ადგილამდე. ბევრი მას უკუმიმართულებით გადის, რათა ჯერ შემაღლებულ ადგილზე და პეტრშინის ბორცვზე ავიდეს, შემდეგ კი ქვემოთ დაეშვას. ნებისმიერი ვარიანტი აირჩიეთ.

მაშ, ასე, პირველი დღის მარშრუტი (შეგიძლიათ შებრუნებული თანმიმდევრობითაც): პრაღის გრადი – პეტრშინის ბორცვი – მალა სტრანა – კარლოვის ხიდი – სტარომესტსკის მოედანი – ცელეტნის ქუჩა – დენთის კოშკი რესპუბლიკის მოედანზე – ვაცლავის მოედანი. ამ გზის ზუსტად გასავლელად იხილეთ პრაღა 1 დღეში.

2. დღე მეორე – ვლტავას მარჯვენა ნაპირი

პრაღის დათვალიერების მეორე დღეს აუცილებლად უნდა ეწვიოთ ციხესიმაგრეს მდინარე ვლტავას მარჯვენა ნაპირზე – ვიშეგრადს. ის მდებარეობს მაღალ კლდეზე, საიდანაც ქალაქის შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება.

მაღლა ასულები ვიშეგრადის ბაღებში მოხვდებით. ეს არის ლამაზი პარკი, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ, დაათვალიეროთ ჩეხური თქმულებების გმირებისა და ისტორიული პიროვნებების ძეგლები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კარლახოვისა და შტულცოვის ბაღები.

ამ ტერიტორიაზეა ვიშეგრადის სასაფლაო, სადაც ცნობილი ჩეხი მწერლები, კომპოზიტორები და მხატვრები არიან დაკრძალული.

ვიშეგრადის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი (ბაზილიკა). ის XI საუკუნეში აიგო, თუმცა თანამედროვე სახე XIX საუკუნის ბოლოს მიიღო.

ვიშეგრადის ტერიტორიაზეა, აგრეთვე წმინდა მარტინის როტონდა, რომელიც XI საუკუნის მიწურულს ააგეს.

განაგრძეთ მოძრაობა “ნოვე მესტოსკენ”. გზად ემაუსის მონასტერი შემოგხვდებათ. ის კარლ IV-ის ბრძანებით აიგო XIV საუკუნეში, თუმცა II მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა და რესტავრაციისას გადაწყდა, რომ კოშკების ნაცვლად მას ბეტონის შპილები დაადგეს.პრაღის ყველაზე დიდი ისტორიული მოედანი კარლოვის მოედანია. მას საფუძველი ჯერ კიდევ კარლ IV ჩაუყარა 1348 წელს. XIX საუკუნეში აქ ინგლისური პარკი გააშენეს.

ფაუსტის სახლი, სადაც, ლეგენდის თანახმად, 1540 წელს მეცნიერი და მისანი დოქტორი ფაუსტი ცხოვრობდა, აგრეთვე წმინდა იგნატი ლოიოლას XVII საუკუნის ეკლესია

შემდეგ მდინარე ვლტავას სანაპიროზე გადით, რათა უჩვეულო შენობას – “მოცეკვავე” სახლს შეავლოთ თვალი, რომელიც 1994-1996 წლებში ააგეს დეკონსტრუქტივიზმის სტილში.

იდეა მოცეკვავე წყვილის გამოსახვა იყო: ამაყად მდგომი მამაკაცისა და მასზე მიყრდნობილი ქალის. ამ ნაგებობას “ჯინჯერსა და ფრედს” უწოდებენ, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებისა და მოცეკვავეების ჯინჯერ როჯერსისა და ფრედ ასტერის პატივსაცემად. სახლის სახურავზე სწორედ ამ სახელწოდების რესტორანია გახსნილი გადმოსახედი ტერასით.

განაგრძეთ გზა მასარიკის სანაპიროზე და დატკბით მოდერნის სტილის თანამედროვე შენობებით, იხილეთ შიტკოვსკის წყალსაქაჩი კოშკი, გოეთეს ინსტიტუტის ფილიალი და ნაციონალური თეატრი.

თუ ძალა და სურვილი შეგრჩათ, შეგიძლიათ უფრო დიდხანს ისეირნოთ პრაღის გრადში, მალა სტრანაში, სტარე მესტოში და ა.შ. მაგრამ თუ სხვა ღირსშესანიშნაობების ნახვა გსურთ, რამდენიმე ასეთს შემოგთავაზებთ.

ჟიჟკოვსკის ტელეანძა – გასული საუკუნის ბოლოს ააგეს. მისი სიმაღლე 218 მეტრია. ზოგის აზრით, ის უშნოა, ზოგსაც მიაჩნია, რომ საინტერესო არქიტექტურული ძეგლია. მას სახელი გაუთქვა სვეტებზე მცოცავი უსახო პატარა ბავშვების ქანდაკებებმა. მოქანდაკე ჩერნიმ ასე გამოხატა პროტესტი აბორტების მიმართ. 93 მეტრის სიმაღლეზე არის გადმოსახედი მოედანი, საიდანაც პრაღის საუცხოო პანორამა იშლება.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!