დღის სიახლეებიRSS კატეგორიაეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

როგორ მყარდება ლარი?!

0
გაზიარება

წმინდა სავალუტო შემოდინებები, მაღალი ინფლაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ლარის საშუალო კურსი, ეს არის ის ფაქტორები, რაც „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის შეფასებით, დღეს ლარს ამყარებს. სწორედ ლარის საშუალო კურსიდან გამომდინარე ამბობს „თიბისი კაპიტალი“, რომ სახეზე არის ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები.

„ლარის კურსის ჩვენი ერთგვარი ჩარჩო მოიცავს პირველ რიგში წმინდა სავალუტო შემოდინებებს, აქ მარტო ტურიზმზე, გზავნილებზე არ არის საუბარი, მნიშვნელოვანია სესხებზე სავალუტო კომპოზიცია, ასევე დეპოზიტები, მოლოდინები, ანუ მთლიანობაში ის, რაც სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდებას განსაზღვრავს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი ინფლაციის მოლოდინი და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, მაღალი ინფლაცია და სუსტი ლარი უფრო მეგობრობენ, თუმცა ძალიან მოკლევადიან პერიოდში თუ გვაქვს ინფლაციის მოლოდინი, რაც მაგალითად ამერიკაშია, მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, ეს უფრო უწყობს ხელს ვალუტის სიმყარეს, ასე ხდება ჩვენს ეკონომიკაშიც.

ჩემი პირადი შეფასებით, სავალუტო შემოდინებები რომ ყოფილიყო ისეთივე ძლიერი, როგორიც ახლაა, მაგრამ გვქონოდა ინფლაციის პროგნოზი არა 3%-ზე მნიშვნელოვნად მაღალი, არამედ 3%, რაც არის სამიზნე მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში მიუხედავად მაღალი შემოდინებისა, არ მგონია მყარი ლარი გვენახა. აქ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდებოდა, ან უფრო რაც სავარაუდოა და ასეც იქნება, ეროვნული პანკი უფრო აქტიური იქნებოდა სავალუტო ინტერვენციების კუთხით ანუ რეზერვებს შეივსებდა.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის საშუალო კურსი. მარტო დოლარი, ლარი არ ასრულებს როლს, მნიშვნელოვანია მისი პოზიციონირება რუბლთან, ლირასთან, ევროსთან და სხვა რეგიონის ვალუტებთან მიმართებაში.

წმინდა ეკონომიკურად, რუბლის გამყარება  ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორია. საშუალო კურსი მნიშვნელოვნად გამყარდა რეალურად… ამ საზომით ზედმეტი გამყარების ნიშნები სახეზეა…

ლარის გამყარება ყველას გვიხარია, პირველ რიგში ინფლაციის კუთხით, თუმცა საშუალო კურსსაც უნდა დავაკვირდეთ, რადგან ისტორიულად ეს არის ლარის პოზიციონირების მნიშვნელოვანი ინდიკატორი.

საშუალო კურსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სად იქნება ევრო, დოლარი. ისტორიულად უფრო მყარ ევროს ლარიც მიჰყვება ხოლმე… ბოლო პერიოდში ვხედავთ იმასაც, რომ აშშ-ში დოლარი გამყარდა.

2023-2024 წლის პროგნოზი არის უფრო სუსტი დოლარი და ძლიერი ევრო, რამდენად მოხდება ეს წელს რთული სათქმელია“, – აცხადებს ოთარ ნადარაია.

ფინანსისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ლარის ასეთი მყისიერი გამყარება აჟიოტაჟური ფაქტორებითაც იყოს განპირობებული.

„სახეზეა საგარეო მოთხოვნის ზრდა, ამ საგარეო მოთხოვნაში იგულისხმება ტურისტული აქტივობა, რაც როგორც ჩანს მაღალია. მეორეა მოულოდნელად მაღალი ფულადი გზავნილები უცხოეთიდან. ცხადია, ეს ზრდის მოთხოვნას. ამ წუთას სავალუტო ბაზარზე ეს ტრენდია, აქ ასევე საგულისხმოა ისიც, რომ მსოფლიოში გაზრდილია ფასი ნედლეულზე, მათ შორის საქართველოს ექსპორტის დიდი ნაწილი წარმოადგენს ნედლეულს, შესაბამისად ფასი ქართულ ექსპორტზეც არის გაზრდილი, რაც ხელს უწყობს უცხოური ვალუტის შემოდინებას.

როცა მყისიერად ხდება ვალუტის გამყარება, ცხადია აქ აჟიოტაჟის ფაქტორიც უნდა იყოს. არ შეიძლება ამ ფაქტორის და ეკონომიკური აგენტების აქტიურობის გამორიცხვა, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში კიდევ გამყარდება ლარი. შესაბამისად, შეიძლება ხელს უწყობდნენ კიდევ უფრო მის გამყარებას, ანუ ყიდიან დოლარს და ყიდულობენ ლარს,“ – აცხადებს აკაკი ცომაია.

24 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8668 ლარი გახდა. სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0.29 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0706 ლარი გახდა. 2.83-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5889 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.41 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.79 თეთრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესაძენად, 2022 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სებ-მა $10 მილიონი დოლარი საშუალოდ 2.8689 ლარის კურსში იყიდა.ლარის კურსიოთარ ნადარაიააკაკი ცომაიალარი

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!