დღის სიახლეებიRSS კატეგორიაეკონომიკამომსახურების სფეროსიახლეებიფინანსები

საქართველოს რკინიგზა 2016 წლის შემდეგ მოგეაზე პირველად გავიდა

0
გაზიარება

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელი 52.7 მილიონი ლარის მოგებით დახურა. პანდემიის მიუხედავად, 2021-ში კომპანიის ტვირთბრუნვა გაიზარდა და 12 მილიონი ტონა შეადგინა. სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან ინარჩუნებს. რაც შეეხება საოპერაციო შემოსავლებს, კომპანიას ამ სეგმენტშიც პოზიტიური ცვლილებები აქვს. სოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა, რაც ჯამურად 547 მილიონი ლარია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 2012 წლის ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება მოახდინა. ახალი მწვანე ობლიგაციების გამოშვებით ორგანიზაციამ წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.75-დან მინიმალურ 4 %-მდე შეამცირა. კომპანია 7 წლის ჭრილში 130 მილიონ დოლარზე მეტს დაზოგავს.

“შეგახსენებთ, რომ 2016 წლის შემდეგ, საქართველოს რკინიგზას ჰქონდა აქტივების გაუფასებურების და ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალი. 2021 წელს კი პანდემიის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტმა ნეგატიური ტრენდის შემობრუნება შეძლო და წელი მოგებით დახურა”,- აცხადებს კომპანია.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!