კომპანია „მწვანე ბუმბო“ რამდენიმე თვეში (შემოდგომამდე) მწვანილის ეთერწეთებს გამოუშვებს, რომელსაც ძირითადად, პარფიუმერიაში გამოიყენებენ.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ივანე ქუფარაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ნედლეულს კომპანია ადგილობრივად შეისყიდის.
საწარმო ამ ეტაპზე რამდენიმე სახეობის – ევკალიპტის და დაფნის ეთერზეთებს აწარმოებს, რომელიც ძირითადად,სამკურნალო დანიშნულებისაა.სეზონზე დაგეგმილია ციტრუსის ეთერზეთების წარმოებაც (არომათერაპიისთვის).
მისი განცხადებით, გურიაში წარმოებული ეთერზეთები ამ დროისთვის იყიდება როგორც ადგილობრად, ისე ექსპორტზე.
„ეთერზეთები გამოიყენება როგორც მედიცინაში, ასევე პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში.ქსელში ჩვენი ზეთის ღირებულება 14.20 ლარია (10 მლ). ჩვენი წარმოების ეთერზეთებს ვინც მოიხმარდა, კორონავირუსი ისე გადაიტანეს, არც გაუგიათ. მისი გამოყენება ინჰალაციის საშუალებით ხდება. ეთერზეთები კურნავს ისეთ დაავადებებს,როგორებიცაა,დიაბეტი, პროსტატა,ჩირქოვანი და ფილტვის დაავადებები,თმის ცვენა და სხვა“-აცხადებს ქუფარაშვილი.