“ბამბა” ქართული ბრენდია, რომელიც ინტერიერისათვის განკუთვნილ ტექსტილის ნაწარმს გვთავაზობს. აქ შეხვდებით ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებულ მაგიდის სუფრებსა და სხვა აქსესუარებს. სააღდგომო დღესასწაულისათვის “ბამბა” სპეციალურ კოლექციას გვთავაზობს. თემატური დეკორით გაფორმებული სუფრები და ხელსახოცები მხატვარ ნატალია ქალიაშვილთან კოლაბორაციით შეიქმნა. პროდუქციის შეკვეთას ბრენდის სოციალური მედიის არხების – Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით შეძლებთ. გარდა ამისა, “ბამბის” კოლექციები ასევე წარმოდგენილია ზანდუკელის 7 ნომერში მდებარე ტექსტილის არტ-სტუდია – Silkroom-ის სივრცეში.