დღის სიახლეებიRSS კატეგორიასაინტერესო სიახლეებისიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

ჩინეთში Stepn-ი აიკრძალა

0
გაზიარება

ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის თანახმად, ჩინეთის მარეგულირებელი ქვეყანაში NFT ტოკენის Stepn-ის საქმიანობას კრძალავს. შესაბამისი აკრძალვა ძალაში 15 ივლისიდან შევა, რის შემდეგაც ჩინელ მომხმარებელს, ამ თამაშის გამოყენება აეკრძალება. თამაშის მომხმარებლები ფიქსირებულ ფასად ყიდულობენ NFT ბოტასს, რის შემდეგაც თამაშის დავალებების შესაბამისად ყოველდღიურად გარკვეულ მანძილს გადიან, რის სანაცვლოდაც მათ სისტემა GST ტოკენს უხდის.

Stepn-ი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული საქართველოში მარტ-არპილის პერიოდში გახდა, 2021 წლის დეკემბერშია დაფუძნებული და მას მსოფლიოს გარშემო 580,000 მომხმარებელი ჰყავს. კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში 20 მილიონი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

შემცირებულია GST-ის ღირებულებაც, სწორედ ამ ტოკენს იხდის ეს თამაში გავლილი კილომეტრების სანაცვლოდ. თუკი მაისის დასაწყისში მისი ღირებულება 6.5 დოლარი იყო, ამჟამად 1.4 დოლარს შეადგენს.

Google Trends-ის თანახმად, ამ თამაშისადმი ინტერესი მსოფლიოს გარშემო ყველაზე მაღალი საქართველოშია ანუ ინტერნეტ ძიებებს შორის ყველაზე მეტად Stepn-ს საქართველოში ეძებდნენ. კერძოდ, საქართველოში მის მიმართ ინტერესი 100-ზეა, ჩინეთში მისდამი ინტერესი 23 ქულით ფასდება, ყაზახეთში 19 ქულით, ჰონგ-კონგში კი 18 ქულით.

Stepn-ი ავსტრალიაში მცხოვრები ჩინელი ანტერპრენერების – ჯერი ჰუანგის და იან რონგის დაფუძნებულია. კომპანიაში 60-მდე ადამიანია

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!