RSS კატეგორიაბანკებისხვაფინანსები

რა უჯდებათ ბანკებს დირექტორების დაქირავება?

0
გაზიარება

2021 წელთან შედარებით ბანკების დირექტორატის ანაზღაურებები 24 მილიონი ლარით არის გაზრდილი, მათ შორის ყველაზე მეტად გაზრდილია “თიბისი ბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრთა შემოსავლები და წინა წელთან შედარებით მატება 15 მილიონი ლარია. 

ბანკების წლიური ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, რომ ტოპ-მენეჯერებისთვის გადახდილი 88 532 274 ლარიდან ნაწილი გადავადებული აქციებით გადახდილი ხელფასია, რაც იმას ნიშნავს, რომ მენეჯერების ნაწილმა ხელფასის სახით ბანკების აქციების ნაწილი მიიღო. მენეჯერები მათ განაღდებას რამდენიმე წლის შემდეგ შეძლებენ.

სულ სექტორის მმართველ რგოლში 72 პირია დასაქმებული.

 დირექტორთა საბჭოს ხელფასები კომერციულ ბანკებში / 2021 წელი

1. საქართველოს ბანკი – 42 278 859 ლარი (20 164 043 გადავადებული აქციებით)
2. თიბისი ბანკი – 25 717 987 ლარი (14 315 469 გადავადებული აქციებით)
3. ბაზისბანკი – 5 505 604 ლარი (923 267 გადავადებული აქციებით)
4. კრედო ბანკი – 4 499 100 ლარი (445 971 გადავადებული აქციებით)
5. პაშა ბანკი – 2 037 996 ლარი
6. ლიბერთი ბანკი – 1 733 152 ლარი
7. ტერაბანკი – 1 285 988 ლარი.
8. ხალიკ ბანკი – 1 253 510 ლარი (429 531 ლარი გადავადებული ანაზღაურება)
9. ქართუ – 1 202 102 ლარი
10. იშ ბანკი – 1 192 506 ლარი
11. პროკრედიტ ბანკი – 778 147 ლარი
12. ზირაათბანკი – 584 985 ლარი
13. სილქ როუდ ბანკი – 462 338 ლარი

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!