გასული თვე საქართველოს საფონდო ბირჟისთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდა – მაისში ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა, რომლის ჯამური ღირებულებაც 3,490 ლარი იყო, შესაბამისად, დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარს შეადგენდა.
მაისში განხორციელებული ორივე ტრანზაქციის ემიტენტი „ლიბერთი ბანკი“ იყო.
აღსანიშნავია, რომ გასული წელი საქართველოს საფონდო ბირჟისთვის განსაკუთრებით წარუმატებელი იყო. 2021 წელს ბირჟაზე სულ 104,077 ლარის ღირებულების ტრანზაქციები განხორციელდა. მაისში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში კი არცერთი გარიგება არ შემდგარა, შესაბამისად, თვიური საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა.
საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 25 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 750 მილიონ დოლარს შეადგენს.