სასტუმროებიRSS კატეგორიაკახეთიმოგზაურობამშენებლობარეგიონები

Lopota Lake Resort & Spa – დასასვენებელი კომპლექსი საქართველოში

0
გაზიარება

ლოპოტა სპა რეზორტი, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც დამფუძნებლის ხელით შექმნილი და საგულდაგულოდ ნარჩევი დეტალებით გამორჩეული გარემო დაგხვდებათ, სადაც ოჯახი შენი მასპინძელია და გრძნობ გულწრფელ ზრუნვას – პერსონალური ურთიერთობებით, უშუალობით და ყურადღებით.

Gallery image of this property

ლოპოტაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ მაღალი კლასის სასტუმრო კოტეჯებში, ეზიარონ ქართულ და ევროპულ კულინარიას, დააგემოვნონ ქართული, ექსკლუზიური ღვინო და გაეცნონ მისი დამზადების ტრადიციას, განიტვირთონ ეკო-თერაპიით ტყის სპაში, დაკავდნენ სპორტული თუ სათავგადასავლო აქტივობებით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა – ლოპოტა ის იშვიათი ადგილია, სადაც კომფორტულ დასვენებას ბუნებასთან სიახლოვე და ინტერაქცია ერწყმის, აქ შეგიძლიათ გაიცნოთ ბიომრავალფეროვან გარემოში მცხოვრები სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი, ბუნებრივად წარმოქმნილ მცენარეებთან ერთად, შეხვდებით ადამიანების მიერ ხელით გაშენებულ ბოსტანს ჯანსაღი პროდუქტებით და ორანჟერეას – ორგანული ბოსტნეულის ჩითილების გამოსაყვანად. ლოპოტაზე ყველაფერია ოჯახური, ინდივიდუალური, რომანტიკული, მეგობრული თუ კორპორაციული დასვენებისთვის, აქ ყველა იპოვის იმას, რასაც ელის დასვენებისგან.

ლოპოტა სპა რეზორტის ისტორია ადამიანის გამბედავი მიზნის, დიდი შრომის და ბუნების მრავალფეროვნების თანხვედრას უკავშირდება. 2008 წელს კახეთის ერთ-ერთ მივიწყებულ ტბასთან სასტუმროს აშენება ყველას განწირულ და უიმედო იდეად ეჩვენებოდა, თუმცა ლოპოტას დამფუძნებელს, გოგა მაისურაძეს შორეული გეგმები ჰქონდა და მან მისი მიზანდასახულობით შეძლო კიდეც ლოპოტა მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ექცია. ყველაფერი დაიწყო 7-ოთახიანი საოჯახო სასტუმროთი, ნაბიჯ-ნაბიჯ კი უნიკალურ რეზორტად და შეუდარებელ მიკროსამყაროდ იქცა – პრემიუმ ხარისხის სერვისით და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, 232 ნომრით, მრავალგვარი გამაჯანსაღებელი ობიექტებით, სპორტული დარბაზებით, სპა ცენტრებით, რესტორნებით, ცხენებითა და ვენახებით. ოჯახური სასტუმროს თბილი და სტუმართმოყვარე გარემო, სასტუმროს ამჟამინდელი მასშტაბის მიუხედავად, კვლავაც მისი მთავარი უნიკალური მახასიათებელია. სასტუმროს ინფრასტრუქტურა ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას და ხაზს უსვამს მისი ლანდშაფტის მშვენიერებას. ეს არის მასშტაბური რეზორტი, სადაც ყოველთვის პოულობ მშვიდ ადგილს, არასდროს იგრძნობა გადატვირთულობა. სიმშვიდე და დაცულობა კი გიქმნის ბედნიერების ეიფორიის განცდას. აქ შეხვდებით ბობის – ჩვენს საყვარელ გერმანულ ნაგაზს, რომელიც პატარაობიდანვე ლოპოტაზე იზრდებოდა და თავადაა ლოპოტას ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. რეზორტის დამფუძნებლისთვის – გოგა მაისურაძისთვის ლოპოტა ბევრად მეტი იყო ვიდრე ბიზნესწამოწყება. ის დაუღალავად უვლიდა სასტუმროს, აქ თითოეული ქვაც კი მისი ხელით შეირჩა; ყოველ შეფასებას გულისყურით ეცნობოდა, რათა სტუმრებისთვის უნაკლო გამოცდილება შეეთავაზებინა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, გარდაცვალებამდე, გოგა რეზორტს საკუთარი პოზიტივით და სტუმართმოყვარე სულით ავსებდა. მისი გამორჩეული მემკვიდრეობა კვლავაც ცოცხალია—გოგას ოჯახი განაგრძობს ლოპოტას სტუმრებზე სიყვარულით ზრუნვას, რეზორტის ზრდასა და განვითარებას, რათა სხვებსაც გაუზიარონ ყველა სიკეთე, ისე როგორც ნამდვილ ქართულ მასპინძლობას შეეფერება. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ისაა, რომ აქ გატარებული დრო დაუვიწყარ მოგონებად გიქციოთ.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!