RSS კატეგორიადასვენება და გართობარეგიონებისასტუმროები

CROWNE PLAZA BORJOMI ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნებს აქტიურად იღებს

0
გაზიარება

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით Crowne Plaza Borjomi-ს მენეჯმენტს პოზიტიური მოლოდინები აქვს. 

როგორც კომპანიაში “ბიზნესპარტნიორს” განუცხადეს, ზაფხულისთვის სასტუმროში ნომრები აქტიურად იჯავშნება, თუმცა, თუ ადრე ტურისტი ჯავშანს  რამდენიმე თვით ადრე აკეთებდა, ახლა ეს ტენდენცია შეცვლილია და დაჯავშნა რამდენიმე კვირით ან დღით ადრე ხდება.

მათივე ინფორმაცით, ინტერესია როგორც გალფის ქვეყნებიდან, ისე დსთ-ს სივრციდან და ისრაელიდან.

კომპანიას 2022 წლისთვის პოზიტიური მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა ვითარება შეცვალა. დღეს სასტუმროში განმარტავენ, რომ მაისში აქტივობა გაიზარდა და Crowne Plaza Borjomi-ს დაახლოებით 70% დაკავებულია.

„მაისამდე მეტ-ნაკლებად მძიმე სიტუაცია იყო, რადგან რა გათვლაც გვქონდა არ გამართლდა. კომუნიკაცია გვქონდა როგორც ტურისტულ კომპანიებთან, ისე კორპორატიულ სეგმენტთანაც. იმის გამო, რომ რეგიონში საომარი მოქმედები იყო, ინდივიდუალური ტურებიც კი უქმდებოდა.

რაც შეეხება მაისს, სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა და ჩართულობა მოლოდინის ფარგლებში გვქონდა,“ – აცხადებენ სასტუმროში.

სასტუმროს მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და წლევანდელი სეზონის შემოსავლები და აქტივობა, პანდემიამდელ პერიოდს მიუახლოვდება. 

წყარო : ბიზნეს პარტნიორი

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!