საკონსერვო კომპანიამ „კულა“ ტყლაპის წარმოების განახლებას სექტემბრიდან გეგმავს, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” “კულას” დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განაცხადა.
კომპანიამ 2021 წელს 4 სახეობა ტყლაპის წარმოება “რაჭულო ჩირუკას” ბრენდით დაიწყო, მაგრამ კადრების სიმცირის გამო, მალევე შეაჩერა.
„რამდენჯერმე დავაპირებთ განახლება, თუმცა, ვერ მოვახერხეთ. ხან პანდემია იყო, ახლა რუსეთ-უკრაინის ომი.ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მაინც აღარაფერი შეგვიშლის ხელს“ – აღნიშნავს გოგლიძე.
„კულამ“ ჩირის წარმოებისთის გორში 1300 კვ. მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა. პროექტში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
კომპანიას თავისი პროდუქცია 27 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“. „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.