საქპატენტის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს გეოგრაფიული აღნიშვნა „ტყემალი“ და “აჯიკა” დაემატება.
მათივე ცნობით, ტყემლის რეგისტრაციის პროცედურა „საქპატენტში“ ბოლო ეტაპზეა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაცია, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განაცხადის მასალებთან ერთად სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში 10 ივნისს გამოქვეყნდება. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „ტყემალი“ დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს.
უწყების ცნობითვე, ტყემლის გარდა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს „აჯიკაც” იძენს.
„აჯიკისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი აღიარებული და დადასტურებული იქნება სახელმწიფოს მიერ,-წერია საქპატენტის განცხადებაში.