„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, გარემოსდაცვით კამპანიებს მრავალი წელია აქტიურად ახორციელებს და ამჯერად, მომხმარებელთან ერთად, „არა-ჩვეულებრივი“ ანუ განსხვავებული ვიზუალის მქონე ხილისა და ბოსტნეულის შეძენით, საკვები ნარჩენების გადარჩენას უწყობს ხელს.
საკვები ნარჩენების პრობლემა გლობალური გამოწვევაა, რომელიც უარყოფითად აისახება ბიომრავალფეროვანებაზე, ნარჩენების მართვის სისტემაზე, საკვების უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაზე.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში წვლილის შესატანად, „კარფურმა“ გადაწყვიტა მომხმარებელს შესთავაზოს „არა-ჩვეულებრივი“ ანუ განსხვავებული ვიზუალის მქონე ხილი და ბოსტნეული, რომელიც ისეთივე ჯანსაღი და გემრიელია, როგორც დანარჩენი „უნაკლო“ პროდუქცია.
მაღაზიაში განთავსებული სპეციალური დახლები ადვილად მიახვედრებს სტუმრებს, რომ მათ შეუძლიათ ფასდაკლებით შეიძინონ დადებითი გემოვნური თვისებების მქონე „არა-ჩვეულებრივი“ ხილი და ბოსტნეული, ამით კი, „კარფურთან“ ერთად, მომხმარებელი იზრუნებს გარემოზე, შეამცირებენ სათბური აირების გამონაბოლქვს და ხელს შეუწყობენ საკვები ნარჩენების გადარჩენას.
„კარფური“ მრავალი წელია რეალურ ნაბიჯებს დგამს გარემოს დაცვით საკითხებში პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებითა და მრავალჯერადი ჩანთების დანერგვით. სხვადასხვა გარემოსდაცვითი კამპანიებისა და მომხმარებლის წახალისების შედეგად, ცელოფნის პარკების გამოყენება კარფურში 80%-ით შემცირდა, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების მოხმარება 120%-ით გაიზარდა.
„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება ყველა მიმართულებით და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე.