დღის სიახლეებისოციალური ქსელებიფინანსები

რამდენი მლნ-ის გადასახადებს იხდიან Facebook-ი, Google-ი და სხვები საქართველოში?

0
გაზიარება

რა გადასახადებს იხდიან უცხოური ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად BMG-იმ შემოსავლების სამსახურს მიმართა, საიდანაც მიღებული პასუხის მიხედვით, ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა Facebook-ი, Google-ი, Youtube-ი, Booking.com-ი და სხვა, დღგ-ის გადახდის ვალდებულება 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან გაუჩნდათ. აღნიშნული საგადასახადო კოდექსის და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით რეგულირდება.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამ კატეგორიის გადამხდელებმა ახალი წესის ამოქმედებიდან 6 თვეში ბიუჯეტში სულ 8,386,000 ლარი გადაიხადეს. აქედან 2021 წლის მეოთხე კვარტალში გადახდილი გადასახადები 4,363,000 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში კი 4,022,000 ლარი გადაიხადეს.

სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა უშუალოდ რომელმა კომპანიებმა გადაიხადეს ეს თანხა.

რა პრინციპით იხდიან ეს კომპანიები გადასახადებს ქართულ ბიუჯეტში?

აუდიტორული ფირმა “ლოიალტეს” განმარტებით, 2021 წლის 01 ოქტომბრიდან დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშვათ “უცხოელ დასაბეგრ პირებს”, რომლებიც არ არიან საქართველოში რეგისტრირებული საქართველოში და მონაწილეობენ ციფრული მომსახურების გაწევაში და ამ მომსახურებას უწევენ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ არიან გადასახადის გადამხდელებად რეგისტრირებული და ეს ოპერაცია არ იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით.

უცხოელი დასაბეგრი პირები შესაძლოა იყოს ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: Booking, Facebook, Google, Linkedin, etsy და სხვ. აღნიშნული კომპანიები როდესაც მომსახურებას უწევენ დასაბეგრ პირებს (გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს), დღგ-ის გამოანგარიშებას და გადახდას ახორციელებენ დასაბეგრი პირები უკუდაბეგვრის წესით, ხოლო როდესაც მომსახურებას უწევენ არადასაბეგრ პირებს (გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებს), ამ შემთხვევაში დღგ-ის თანხას თავად გადაიხდიან ბიუჯეტში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!