ფინანსებიRSS კატეგორიაეკონომიკა

ქართული მოცვის საექსპორტო ფასი გაიზარდა 

0
გაზიარება

ქართველმა ფერმერებმა გასულ კვირას მოცვის ექსპორტი დაიწყეს. EastFruit-ის ცნობით, ექსპორტიორები ფერმერებს მაღალ ფასს, კგ-ში, ხარისხის მიხედვით, 5-დან 7 დოლარამდე უხდიან, რადგან სეზონის დასაწყისში მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს.

ხარისხი კენკრის ზომით, რბილობითა და გარეგნობით იზომება. როგორც წესი, ექსპორტიორები ხარისხის შესამოწმებლად ბაღებს თავად სტუმრობენ და მოსავალი ხშირად პირდაპირ ბაღებიდან, ფერმერების მიერ წინასწარი გაგრილებისა და შენახვის გარეშე იყიდება.

EastFruit-ს ვაჭრობის ოფიციალური მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს ქართული მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი ივნისში 6,3 დოლარი იყო, ივლისში კი 5 დოლარამდე დაეცა. მწარმოებლები ამ სეზონზეც იგივე სცენარს მოელიან, ანუ ივლისში ფასები გაცილებით დაბალი იქნება, რადგან მიწოდება პიკს მიაღწევს.

ექსპორტიორები მოსავლის უმეტეს ნაწილს ისევ რუსეთში ყიდიან, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი ექსპორტს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ყატარში საჰაერო ან თუნდაც სახმელეთო გზით გეგმავს. მაგალითად, კომპანია Blue Bird-ს საემიროების მყიდველებთან მიწოდების ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს, თუმცა მათ მოცვის შესყიდვა ჯერ არ დაუწყიათ, რადგან ფასები ამჟამად მაღალია. მეორე მწარმოებელი და ექსპორტიორი, Green Valley ამ სეზონზე 60 ტონა მოცვის მოსავალს მოელის. კომპანია, რუსული ბაზრის გარდა, ექსპორტს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სახმელეთო ტრანსპორტით გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოცვის მიწოდებას 8-10 დღე დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!