თბილისთან ახლოს, აგარაკის ქირაობაზე ფასი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც Ss.ge პროექტის მენეჯერმა ცოტნე ძაგანიამ BMG-ის განუცხადა, მიმდინარე წლის მაისში გასული წლის მაისთან შედარებით აგარაკებზე მოთხოვნა 15%-ითაა გაზრდილი, რამაც გასაქირავებელი ბინების ფასზე თავისთავად იმოქმედა.
“თუ შარშან თბილისის შემოგარენში ერთი თვით სახლის ქირაობა 7 000 ლარად იყო შესაძლებელი, წელს ეს თანხა 12 000 ლარს აღწევს.
მოთხოვნის ზრდა ბელარუსიდან და რუსეთიდან შემოდინებულმა ნაკადებმა გამოიწვია, რადგან ქართველები ძირითადად ზღვაზე მიდიან. რეალურად სააგარაკე სახლებზე მოთხოვნა ახლა იწყება და მოთხოვნის, ასევე ფასების გაზრდას კიდევ ველოდებით.” – აღნიშნა ძაგანიამ.