საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $841 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ყველაზე მაღალი შემოსავალი მაისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში მყოფმა 319,000-მა ვიზიტორმა $258 მილიონი დოლარი დახარჯა.
ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ტურისტულ შემოსავალს ქვეყნების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ თებერვლის ბოლოდან საქართველოში რუსი ტურისტების (მიგრანტების) მკვეთრი ზრდა შეინიშნება, შესაბამისად, ტურისტული შემოსავლების მხრივ, მხრივ პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $150 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 94.6 მილიონი დახარჯეს.
მთლიანობაში 2022 წელს საქართველომ 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
1. რუსეთის ფედერაცია – $150.4 მილიონი დოლარი, 156,910 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $959
2. ბელარუსი – $94.6 მილიონი დოლარი; 29,671 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $3,188
3. ევროკავშირი – $90.3 მილიონი დოლარი; 72,181 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $1,251
4. უკრაინა – $82.2 მილიონი დოლარი; 55,630 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $1,478
5. თურქეთი – $80.8 მილიონი დოლარი; 199,945 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $404
6. ისრაელი – $79.1 მილიონი დოლარი; 64,022 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $1,236
7. აზერბაიჯანი – $30.6 მილიონი დოლარი; 53,331 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $574
8. სომხეთი – $30.0 მილიონი დოლარი; 133,796 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $224
9. საუდის არაბეთი – $24.6 მილიონი დოლარი; 19,391 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $1,269
10. ირანი – $22.7 მილიონი დოლარი; 27,775 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი – $817
რაც შეეხება დანარჩენი ქვეყნების ვიზიტორებს, მათი საშუალო დანახარჯი $155.7 მილიონი დოლარს შეადგენს.
ჯამურად, 2022 წელს ტურიზმის შემოსავალი პანდემიამდელი პერიოდის – 2019 წლის მაჩვენებლების – 75%-ზე აღდგა.