ვაჭრობის სფეროRSS კატეგორიადასაქმების პროგრამადღის სიახლეებიიმერეთიმომსახურების სფერო

„სმარტი“-ს რიგით 28-ე ფილიალი საჩხერეში გაიხსნა

0
გაზიარება

საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, თამარ მეფის ქუჩის 19 ნომერში მდებარევისოლისავტოგასამართ სადგურზესმარტის“ 28-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. ივლისის თვეშისმარტითბილისში, კახეთის გზატკეცილზე და ურეკშიც გაიხსნება, შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 33 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი. ახალგახსნილ ობიექტებზე ჯამში კიდევ 70-მდე ადამიანი დასაქმდება. 
 
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის დასაწყისში მდებარევისოლისავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს ახლა უკვე უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, „სმარტისსუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანი, „სმარტ კაფესახალგამომცხვარი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და იტალიური ყავატრუჩილოელის, რომელიც მოგზაურობას განსაკუთრებულად სასიამოვნოს და ენერგიულს ხდის. 
 
ავტოგასამართი სადგურის, „ვისოლი“-ს და სუპერმარკეტების ქსელსმარტი“-ს გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განმარტებით, კომპანიები მომხმარებლებისთვის არსებული მაღალხარისხიანი პროდუქციის გარდა, სხვა სიახლეებსაც შესთავაზებენ.  

მოხარული ვართ, რომსმარტი” “ვისოლისავტოგასამართ სადგურებზე რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს, რადგან მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლია. „ვისოლ ჯგუფისმომსახურების ცენტრები უკვე ხშირადვისოლისგარდასმარტისსუპერმარკეტს, ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისადადანკინისრესტორნებს მოიცავს, რაც მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. მსგავსი კომპლექსური შეთავაზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტობანებსა და ახალი ტურისტული მარშრუტების სივრცეში“.

 
ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასსაკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.კომპანია თვითმომსახურების სადგურების ქსელსაც ავითარებს და გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთანთანამშრომლობით ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენ სადგურებსაც ქმნის. 
 
ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტისქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, სუპერმარკეტების ფილიალები, ძირითადად, „ვისოლი“-ს მსხვილი აგს-ების მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული.  

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!