დღის სიახლეებისასტუმროებიტურიზმი, დასვენება და გართობა

“ლოპოტა სპა რეზორტმა” აზიური რესტორანი “იკე” გახსნა

0
გაზიარება

“ლოპოტა სპა რეზორტში” აზიური რესტორანი “იკე“ გაიხსნა. როგორც “ბიზნესპარტნიორს” კომპლექსის გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა განუცხადა, რესტორანი კომპლექსის ტერიტორიაზე ოფიციალურად  2 დღეა გაიხსნა, თუმცა, IKE Asian Fusion-ი   სტუმრებს ბოლო 3 კვირაა აქტიურად იღებს.

მისი ინფორმაციით, რესტორანს აქვს თავისი აუზი და ტბა. ობიექტი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ ისე უცხოელ დამსვენებელში.

როგორც ცნობილია, გასულ წელს კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი, ბიზნეს კლასის 51 ნომრიანი სასტუმრო გახსნა, რაშიც განხორციელებული ინვესტიცია 7 მლნ ლარი იყო. კომპანიამ დამატებით აითვისა 3 000 კვ.მ ფართის ტერიტორია. სასტუმრო დატვირთულია ე.წ ლუქსებით. აზიური რესტორანიც სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს.

„ლოპოტა სპა რეზორტი” ბაზარზე  2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!