Amazon-ი ხმოვანი ასისტენტი Alexa-ს მომხმარებლებისთვის სიახლეს ნერგავს – კომპანიამ გამოიყენა ხმის სინთეზის ტექნოლოგია, რათა Alexa-მ გარდაცვლილი ადამიანების ხმით ისაუბროს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ეს საშუალებას მისცემს ადამიანებს, კოვიდპანდემიისას დაკარგულ ახლობლებთან სიახლოვე იგრძნონ.
Amazon-მა სიახლე ლას-ვეგასში გამართულ მორიგ კონფერენციაზე გაასაჯაროვა.
ახალი ტექნოლოგია მომხმარებლებისთვის ახლო მომავალში დაინერგება. Alexa-ს გარდაცვლილი ახლობლის ხმით ასალაპარაკებლად, 1 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის მაღალი ხარისხის აუდიოჩანაწერიც საკმარისი იქნება.