დღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

რა ღირს საათობრივი პარკირების საშვები თბილისში

0
გაზიარება

2022 წლის 1-ლი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია.

ცნობისთვის, 2 წელზე მეტია, რაც თბილისის მერიამ ეს რეფორმა დაიწყო. 1 საათის განმავლობაში პარკირების საფასური 1 ლარს შეადგენს. როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა განაცხადა, სამომავლოდ ტარიფიც იმის მიხედვით გაიზრდება, ვიდრე არ მიაღწევენ ოქროს შუალედს, რომელიც დაგეგმილია, რომ 80% იყოს პარკირებებით დატვირთული, 20% კი ცარიელი.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებს, 1-დღიანი საათობრივი პარკირების საშვის საფასური 20 ლარს შეადგენს; 1-კვირიანის ფასი – 100 ლარია; 1-თვიანის – 300 ლარი; 6-თვიანის – 500 ლარი; 1-წლიანი საშვის ღირებულება კი 800 ლარია.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!