RSS კატეგორიადღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

რა შემოსავალს მიიღებთ ბათუმში სასტუმროს ნომრის გაქირავებით?

0
გაზიარება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 582 297 301 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478 886 422 (+463.1%) აშშ დოლარით.

ტურიზმის აღდგენის შესაბამისად, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა. დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ Booking.com-ის მონაცემების მიხედვით, 2 პერსონაზე გათვლილი ნომრიდან მიღებულ საორიენტაციო შემოსავალსა და ქირის ფასს აქვეყნებს:

  • ივნისი – 1 625 აშშ დოლარი (ქირის ფასი – 65 აშშ დოლარი);
  • ივლისი – 3 000 აშშ დოლარი (ქირის ფასი – 100 აშშ დოლარი);
  • აგვისტო – 3 410 აშშ დოლარი (ქირის ფასი – 110 აშშ დოლარი

როგორც კომპანიაში განმარტავენ, წელს უძრავი ქონების შეძენის მსურველთა მხრიდან გასაქირავებელ სასტუმროს ნომრებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, რადგან იგი მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორითაც მესაკუთრე აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში ვერ ისარგებლებს.

290794171-1190513835073816-6376536121775054422-n-1656484187.png

გრაფიკა: „ტერასა ჯგუფი“

ტერასა ჯგუფი“ ბათუმში პრემიუმ კლასის საინვესტიციო-დასასვენებელ კომპლექსს აშენებს, რომელიც მოიცავს როგორც აპარტამენტებს, ისე სასტუმროს ნომრებს, აუზს, სპა ცენტრს, სპორტდარბაზს, რესტორანს და სხვა. ამასთან, მისი აპარტამენტებისა და სასტუმროს ნომრების შეძენის შემთხვევაში, განვადების დაფარვა ყოველთვიურად მიღებული შემოსავლით არის შესაძლებელი. გაქირავების სერვისს კი ავსტრიული კომპანია STS Hospitality უზრუნველყოფს.

„ტერასა ბათუმს“ ბევრი უპირატესობა აქვს: სასტუმროს ნომრები ბარდება სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ავეჯით, აქსესუარებითა და ტექნიკით, რაზეც სამშენებლო კომპანია „ანაგი“, „ლაბორატორია ჩემი სახლი“ და „ელიტ ელექტრონიქსი“ იზრუნებენ. პროექტი ახალ ბულვართან, ზღვიდან 180 მეტრში მდებარეობს, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა. პროექტის სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მის ჩაბარებამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ: 5-წლამდე შიდა უპროცენტო განვადება ან 22 000 ლარამდე ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში როგორც სასტუმროს ნომრებზე, ისე აპარტამენტებზე,“ – განმარტავენ „ტერასა ჯგუფში“.

283527252-1006374480062902-5990065301780034379-n-1656484307.jpg

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, „ტერასა ბათუმს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი სასტუმროს ნომრებისა და გადახდის პირობების შესახებ დამატებით დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!