“როდესაც დგები არჩევნის წინაშე, თუ სად გაატარო დაუვიწყარი დღეები პანორამული ხედითა და ხელმისაწვდომი ფასებით , რა თქმა უნდა ირჩევ ველმონდს”
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასტუმროებით. მაღალი კონკურენციის ფონზეც კი, სასტუმრო Jrw Welmond Hotel Spa Casino ახერხებს იყოს გამორჩეული, ყველასათვის სასურველი და ბათუმის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. 2015 წლიდან დღემდე სასტუმრო “ველმონდი” აოცებს ყველა დამსვენებელს, ადგილობრივსა თუ უცხოეულს, რაც გამოწვეულია სასტუმროს პერსონალის მაღალკვალიფიციურობითა და სერვისებით, რომელსაც “ველმონდი’ სთავაზობს დამსვენებელს. სასტუმროს სახელზე დადებითად მოქმედებს ის შეფასებები, რომელსაც დამსვენებლები უტოვებენ სხვადასხვა ცნობილ საიტზე კომენტარის სახით. სწორედ ამ სერვისების გაუმჯობესებისკენ სწრაფვამ გადაატანინა პანდემიისგან გამოწვეული რთული ეკონომიკური სიტუაცია სასტუმრო “ველმონდსაც”.
სასტუმროს ადგილმდებარეობა “ველმონდის” პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სასტუმრო მდებარეობს სანაპირო ზოლთან ახლოს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 15 წუთის, ხოლო ავტოსადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
სასტუმროში ყოველთვის მიმდინარეობს განახლება, სერვისების გაუმჯობესება და ვიზუალის კიდევ უფრო გალამაზება, თუმცა ცვლილებების მიუხედავად სასტუმრო ინარჩუნებს თავდაპირველ ავანგარდულ სტილს, რომელზეც თურქეთიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა განსაკუთრებულად იზრუნეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Jrw Welmond Hotel Spa Casino – ერთადერთი სასტუმროა ბათუმში, რომელიც დამსვენებლებს ვალე სერვისს სთავაზობს, რაც გულისმობს სრული კომფორტის შექმნას მათთვის.
როგორც Geobusinessnews-თან საუბრის დროს “ველმონდის”გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ესმა აბაშიძემ განაცხადა სასტუმრო გამორჩეულია ნომრების რაოდენობითაც:
“ ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა სასტუმროს ოთახების რაოდენობით. ჩვენ გვაქვს 194 ნომერი, რომელიც გთავაზობთ ულამაზეს ზღვისა და მთის ხედს. ოთახები აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ნივთით. გარდა ულამაზესი და კომფორტული ნომრებისა, სასტუმროში დაგხვდებათ სპა მომსახურება, თურქული ჰამამი, ფინური საუნა, ორთქლის ოთახი, შიდა დახურული საცურაო აუზი, სპორტ დარბაზი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამორინე ამიერკავკასიაში.”
ასევე, სასტუმროს ლობიში არის ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია, სილამაზის სალონი, თანხის გადახურდავების ობიექტი, ბანკომატი, ჩასარიცხი აპარატი, ლობი ბარი, 24/7 რესეფშენი და ოთახში მომსახურების სერვისი.
ველმონდი, ცნობილია ბათუმელებისთვის საყვარელი Luna რესტორნით, რომელიც არა მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებს, არამედ ნებისმიერ ადგილობრივსა და უცხოელ ტურისტს სთავაზობს მათ გემოვნებაზე მორგებულ განსხვავებულ და განსაკუთრებულ კერძებს. რესტორანში შეძლებთ დააგემოვნოთ თურქული, ევროპული და რა თქმა უნდა ქართული სამზარეულო.
“ველმონდს” კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ხედი, რომელიც რესტორნის ტერასიდან იშლება.
აღსანიშნავია, რომ ტერასა 500-ზე მეტ სტუმარს იტევს.
სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე