ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია დაფუძნდა.
ახალი ასოციაციის ოფიციალური წარდგენა 14 აპრილს, 19:00 საათზე “ბაბილო პლაზაში” გაიმართა.
ასოციაციის მთავარ მიზანზე დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი საუბრობს :
„ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოდან ხილის ექსპორტის ხელშეწყობა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობაა. ამ ეტაპზე არსებული სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ასოციაციის შექმნა გადავწყვიტეთ, რათა ადგილობრივმა კომპანიებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად, არსებული გამოწვევების გაანალიზება, დამუშავება და გადაჭრა შევძლოთ.
დღეისთვის ხილის და ბოსტნეულის ექსპორტიორებისთვის მთავარი საკითხი ბაზრების დივერსიფიკაციაა.
საქართველოს ხილის ექსპორტის 80%-მდე რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამ მხრივ ყველა იექსპორტიორმა ინფორმაცია ერთმანეთს უნდა გაუზიაროს, რათა გამოსავალი ერთად მოვძებნოთ. ასოციაციამ უნდა შეძლოს ახალი ბაზრების მოძიება და ექსპორტიორების დახმარება.